„ქართული ოცნების“ ლიდერები გმირები არიან, რომლებიც ქვეყნის სუვერენიტეტისთვის იბრძვიან, არ ერიდებიან სანქციებს, ეომებიან ყველას, გლობალურ ომის პარტიას, მათთვის ნატო და ევროკავშირი, არაფერია მთავარი გარდა საკუთარი სამშობლოს სიყვარულის, მათი ეს ვერსია მომწონს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ხვიჩიას თქმით, სანქციების ეფექტურობაში ეჭვი ეპარება, მაგრამ სანქცირებული ადამიანების შემთხვევაში ეს სასიამოვნო ვერ იქნება.
„ამ ხალხს დაასანქცირებენ, მაგრამ სამშობლოს სიყვარულისთვის რას არ იზამენ, ქვასაც კი შეჭამენ. მგონი, ახლა „ქოცები“ ამ მდგომარეობაში არიან – სამშობლოს სიყვარულით ქვას და სანქციებს ჭამენ. სანქციების ეფექტურობაში ეჭვი მეპარება, მაგრამ სანქცირებული ადამიანების შემთხვევაში ეს სასიამოვნო ვერ იქნება, მაგრამ „ქართული ოცნება“ მზად არის, შეეწიროს ლგბტ პროპაგანდასთან და გლობალური ომის პარტიასთან ბრძოლას“, – განაცხადა ხვიჩიამ.