წინასწარი მონაცემებით, ვიქტორ ორბანის პარტიამ და მისმა მოკავშირეებმა ხმების 44.2%-ით ევროპარლამენტში 11 ადგილი მოიპოვეს

წინასწარი მონაცემებით, ვიქტორ ორბანის პარტიამ და მისმა მოკავშირეებმა ხმების 44.2%-ით ევროპარლამენტში 11 ადგილი მოიპოვეს

წინასწარი შედეგების თანახმად, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“ და მისმა მოკავშირეებმა ევროპარლამენტში 11 ადგილი მოიპოვეს ხმების 44.2%-ით. მეორე ადგილი პიტერ მაგიარის პარტია „ტიზამ“ დაიკავა ხმათა 30%-ით, რაც ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ დაგროვებულ ხმებს აღემატება.

ორბანის თქმით შედეგებმა აჩვენა, რომ უნგრეთის დემოკრატია ცოცხალია.

„საომარ სიტუაციაში და რთულ ბრძოლაში ჩვენ მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოვიპოვეთ“, - განუცხადა ორბანმა მხარდამჭერებს.

მისმა ოპონენტმა, პიტერ მაგიარმა კი აღნიშნა, რომ ეს არის დასასრულის დასაწყისი და მომხდარს „პოლიტიკური მეწყერი“ უწოდა.