ლევან ნიკოლეიშვილი ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებზე: ევროპის ყველა ლიდერმა, რომელმაც უსამართლოდ გაგვაკრიტიკა, სერიოზული მარცხი განიცადა, მათმა პარტიებმა ან წააგეს ან ცოტა ხმები მიიღეს

ლევან ნიკოლეიშვილი ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებზე: ევროპის ყველა ლიდერმა, რომელმაც უსამართლოდ გაგვაკრიტიკა, სერიოზული მარცხი განიცადა, მათმა პარტიებმა ან წააგეს ან ცოტა ხმები მიიღეს

ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ისე მიდის საქმეები, რომ ულტრამემარჯვენე პარტიები საკმაოდ სერიოზულ წარმატებებს მიაღწევენ, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ყველა იმ ევროპული ქვეყნის ლიდერმა, ვინც საქართველო უსამართლოდ გააკრიტიკა, არჩევნებში მარცხი განიცადა. ექსპერტი აღნიშნავს, რომ ევროპის პოლიტიკა ნელ-ნელა შეიცვლება, ასევე,  აშშ-ში იქნება ცვლილებები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

"ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ისე მიდის საქმეები, რომ ულტრამემარჯვენე პარტიები საკმაოდ სერიოზულ წარმატებებს მიაღწევენ. ევროპის ყველა ლიდერმა, რომელმაც ჩვენ უსამართლოდ გაგვაკრიტიკა სერიოზული მარცხი განიცადა, მათმა პარტიებმა ან წააგეს ან ცოტა ხმები მიიღეს. საფრანგეთში ვადამდელი არჩევნები ინიშნება, გერმანიის მმართველი პარტია სადღაც ბოლოშია, ბელგიის პრემიერი გადადგა. ევროპაში, სწორედ ის ხდება რაც ჩვენ მათზე ცოტა ადრე დავიწყეთ, ეროვნული და საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისკენ მიდრეკილი ძალები გაძლიერება, აღარავის არ უნდა უცხო თუნდაც მათზე ძლიერი ქვეყნების კარნახი და ყალბი ლიბერალიზმის გაბატონება. იმ ევროპის პოლიტიკურ ელიტას, რომელსაც მიაჩნია, რომ ომსა და მუდმივი სარაკეტო დაბომბვის ქვეშ მყოფი, კორუფციით გამოხრული უკრაინა სხვა კანდიდატებზე მეტად წარმატებულია და მასთან ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკება უნდა გაიხსნას, ლოგიკურად სწორედ ასეთი შედეგი უნდა მიეღო. ევროპის პოლიტიკა, ნელ-ნელა შეიცვლება, არჩევნების შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება აშშ-იც, ჩვენ კი პრინციპულობასთან ერთად სერიოზული მოთმინებაც გვმართებს, რათა „შაჰიდის ქამრიანმა“ ადგილობრივმა თუ უცხოელმა პოლიტიკოსებმა თვითაფეთქების დროს მხოლოდ თავიანთი თავი დაიზიანონ." - წერს ნიკოლეიშვილი.