გიორგი გამსახურდია: რუსულ კანონს ეძახიან ქართულ კანონს, ხალხს აბულინგებენ და დსთ-ში საქართველოს შემთრევები პოლიტსაბჭოში უზით გია ბარამიძის სახით, იმას არ აბულინგებენ

გიორგი გამსახურდია: რუსულ კანონს ეძახიან ქართულ კანონს, ხალხს აბულინგებენ და დსთ-ში საქართველოს შემთრევები პოლიტსაბჭოში უზით გია ბარამიძის სახით, იმას არ აბულინგებენ

რუსულ კანონს ეძახიან ქართულ კანონს, ამის გამო ხალხს აბულინგებენ და დსთ-ში საქართველოს შემთრევები პოლიტსაბჭოში უზით გია ბარამიძის სახით, - ამის შესახებ გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალებს ბულინგის გარდა აღარაფერი აქვთ დარჩენილი.

„ირაკლი ზარქუას თემა აიღეთ, იქ ელისოს მიუხტნენ გაურკვეველი წარმომავლობის ვიღაც ადამიანები. ქეთი დუმბაძეს რაღაცაზე აბულინგებენ. რა მაინტერესებს იცით? რუსულ კანონს ეძახიან ქართულ კანონს, ამის გამო ხალხს აბულინგებენ და დსთ-ში საქართველოს შემთრევები პოლიტსაბჭოში უზით გია ბარამიძის სახით, იმას არ აბულინგებენ.

დსთ-ში ვინც საქართველო შეათრია, ის უზით პოლიტსაბჭოში და ქართული კანონის მიმღებ დეპუტატებს ქუჩაში დასდევენ. რა აქვთ ელისო ბოლქვაძეზე მეტი გაკეთებული ვიღაც გაურკვეველი წარმომავლობის ტიპებს, რაღაც პერფორმანსი რომ დადგეს დე გოლის აეროპორტში. ამაშია საქმე. ეს არის ამათი ენა, რა პოლიტიკა, რა რეიტინგები, საერთოდ სად ბანაობენ? აი, ეგ ვერ გამიგია“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.