ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ეროვნული ასამბლეა დაითხოვა.
„მე გადავწყვიტე დაგიბრუნოთ თქვენი საპარლამენტო მომავლის არჩევანი", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური 30 ივნისს, მეორე ტური კი 7 ივლისს გაიმართება.
„ეს გადაწყვეტილება არის სერიოზული, მძიმე, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს არის ნდობის აქტი“, - დასძინა მან.