გიორგი გამსახურდია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე: მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ დავარწმუნეთ ეს ადამიანები, რომ ჩვენ ვართ მართლები

გიორგი გამსახურდია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე: მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ დავარწმუნეთ ეს ადამიანები, რომ ჩვენ ვართ მართლები

გიორგი გამსახურდიამ აშშ-ის კონგრესში გამართული ჰელსინკის კომისიის სხდომა შეაფასა. ამ თემაზე მან გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა. გამსახურდიამ აღნიშნა, რომ კონგრესში, ისევე, როგორც ევროპარლამენტში, ხალხთა სიმრავლეა და საქართველოსთან მიმართებით პოზიციები რამდენიმე სენატორისა და ევროპარლამენტარის მიერ არ წყდება.

მან ასევე ისაუბრა იმ მოწმეებზე, რომლებიც სხდომაზე სიტყვით გამოდიოდნენ და ქართველ დიპლომატებს უცხოელ პარტნიორებთან მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდა.

„სახელმწიფო დეპარტამენტი არის აღმასრულებელი ხელისუფლება. რა თქმა უნდა, მათთან კავშირი უნდა ჰქონდეს ჩვენს დიპმისიას და უფრო მეტი აქტიურობისთვის მოვუწოდებ ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენელს, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ დავარწმუნეთ ეს ადამიანები, რომ ჩვენ ვართ მართლები. დამერწმუნეთ (და პრემიერ-მინისტრის პოზიციაც მოვისმინეთ), ამ ადამიანებს მოუწევთ იმ რეალობასთან შეგუება, რომ ეს [გამჭვირვალობის კანონი] არის სიმართლე. ჩვენ ამით არაფერს ვაშავებთ. ეს არ არის არავის წინააღმდეგ მიმართული და ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის ხაზგასმა, სხვა არაფერი. იმ ადამიანებს, ვინც აფინანსებს არასამთავრობო სექტორს, თვითონაც უნდა აინტერესებდეთ ეს ფული სად მიდის და სად იხარჯება“, - აღნიშნა გამსახურდიამ.

მერაბ.g მათ სიმართლე არ უნდათ, მათთვის მართალია, ის, ვინც მორჩილად ასრულებს მათ დავალებებს; გამჭვირვალობის კანონი კი მათ მე-5 კოლონის მართვა-შენახვას ურთულებს; ენდომებათ?
5 თვის უკან