ზაალ ანჯაფარიძე თეთრი სახლის განცხადებაზე: 26 ოქტომბერს დაინახავენ როგორ სცემს პატივს

ზაალ ანჯაფარიძე თეთრი სახლის განცხადებაზე: 26 ოქტომბერს დაინახავენ როგორ სცემს პატივს "ქართული ოცნება" საზოგადოებას და რა არჩევანს გააკეთებს ის

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს, ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით.

ანალიტიკოსის თქმით, დასავლელი ლიდერების ქრონიკული პრობლემა ის გახლავთ, რომ ქართულ საზოგადოებას მათ მიერ დაფინანსებულ ენჯეობთან და მათ "მრევლთან" აიგივებენ რატომღაც და არ სურთ რეალური სურათის დანახვა.

მისივე თქმით, 12 წლის შემდეგ ისევ დასჭირდებათ შეხსენება,  თუ ვინ წარმოადგენს რეალურად ქართველ საზოგადოებას.

“26 ოქტომბერს დაინახავენ როგორ სცემს პატივს "ქართული ოცნება" საზოგადოებას და რა არჩევანს გააკეთებს ის.

დასავლელი ლიდერების ქრონიკული პრობლემა ის გახლავთ, რომ ქართულ საზოგადოებას მათ მიერ დაფინანსებულ ენჯეობთან და მათ "მრევლთან" აიგივებენ რატომღაც და არ სურთ რეალური სურათის დანახვა. 2012 წელს ქართულმა საზოგადოებამ მათ ეს რეალური სურათი დაანახა და იძულებული გახადა, მორიგ ჯერზე ვეღარ ეჩუქებინათ არჩევნები მათი მარიონეტებისთვის. მათ კი ვერც ვერაფერი დაივიწყეს და ვერც ვერაფერი ისწავლეს. ისევ მოისურვეს მარიონეტების დასმა ხელისუფლებაში.

ეტყობა 12 წლის შემდეგ ისევ დასჭირდებათ შეხსენება,  თუ ვინ წარმოადგენს რეალურად ქართველ საზოგადოებას”- წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.