სტოლტენბერგი: უკრაინას აქვს უფლება, დაარტყას სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიაზე

სტოლტენბერგი: უკრაინას აქვს უფლება, დაარტყას სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიაზე

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინას აქვს უფლება, დაარტყას სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიაზე.

იენს სტოლტენბერგის თქმით, საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, უკრაინას აქვს უფლება, თავის დასაცავად დაარტყას რუსეთში მდებარე ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებს.

„უკრაინას აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება. თავდაცვის უფლება ასევე მოიცავს უფლებას, დაარტყას ლეგიტიმურ, სამხედრო სამიზნეებს თავდამსხმელი მხარის, აგრესორის, ამ შემთხვევაში რუსეთის ტერიტორიაზე. ეს არის თავდასხმის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო მშვიდობიანი, დემოკრატიული მეზობელი ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ ყოფილა საფრთხე რუსეთისთვის“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

amo სიბინძურე
5 თვის უკან
Aburjga Tasmanieli კითხვა სტოლტენბერგს - საპასუხოდ რუსეთს თუ აქვს უფლება საპასუხოდ მიაყენოს დარტყმები ბრიუსელს და ჰააგას?!
5 თვის უკან