ოპოზიციამ რამდენჯერმე დაამტკიცა, რომ დამოუკიდებელი ნება არა აქვთ - „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით უყურებენ, რას ეტყვიან მათი პატრონები და მფარველები

ოპოზიციამ რამდენჯერმე დაამტკიცა, რომ დამოუკიდებელი ნება არ აქვს. ისინი არ სცემენ პატივს და არ არიან დამოკიდებული თავის ამომრჩეველზე, არამედ უყურებენ, რას ეტყვიან მათი პატრონები და მფარველები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისა განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ელოდება, რა განცხადებები გაკეთდება დასავლეთში და შემდეგ იმავეს გაიმეორებენ.

„ოპოზიციამ რამდენჯერმე დაამტკიცა, რომ დამოუკიდებელი ნება არა აქვთ, არ სცემენ პატივს და არ არიან დამოკიდებული თავის ამომრჩეველზე. უყურებენ, რას ეტყვიან მათი პატრონები და მფარველები, რა სიგნალიც მიუვათ, ზუსტად ასე მოიქცევიან. არ უნდა ვუყუროთ ოპოზიციას, უნდა დავაკვირდეთ, რა განცხადებები იქნება გარედან, აი, როგორიც იქნება ტონალობა და მიმართულება, ზუსტად იმისი ასლი და კოპირება მოხდება ოპოზიციის მხრიდან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.