თეა წულუკიანი: მადლობა „ატლანტიკურ საბჭოს“, რომ მტკიცებულებების საფუძველზე გააკეთა შეფასება

თეა წულუკიანი: მადლობა „ატლანტიკურ საბჭოს“, რომ მტკიცებულებების საფუძველზე გააკეთა შეფასება

მადლობა „ატლანტიკურ საბჭოს“, რომ მტკიცებულებების საფუძველზე გააკეთა შეფასება, - ასე აფასებს თეა წულუკიანი „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ საქართველოს დასახელებას მმართველობის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში.

კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მედიასთან აღნიშნა, რომ „ატლანტიკურმა საბჭომ“ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით საქართველო საუკეთესო რეიტინგით დააჯილდოვა, შეაფასა და თქვა, რომ ეს არის თავისუფალი ქვეყანა.

„ატლანტიკური საბჭო“ დაეყრდნო მტკიცებულებებსა და ფაქტებს და არა გამოგონილ რეალობებს. მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს გამოგონილ რეალობებზე დაფუძნებული შეფასებები საქართველოსთან მიმართებაში, რომელსაც ჩვენ არ ვიღებთ და არ ვაღიარებთ. თუკი მტკიცებულებებს ვინმე ჩახედავს, როგორც ეს გააკეთა „ატლანტიკურმა საბჭომ“, ნახავს რომ საოცარი ტემპით განვითარდა ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩვენი არა მხოლოდ ქვეყანა და ინსტიტუტები, არამედ სახელმწიფო, რომელიც დღეს არის უფრო ძლიერი, უფრო დემოკრატიული და ევროპული სტანდარტის და რაც მთავარია პირველ ადგილზეა ევროკავშირის წევრ კანდიდატებს შორის. ვისაც ამის დანახვა არ სურს, ის პოლიტიკურად იბრმავებს თვალს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

„ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა.