ლევან ქარუმიძე: მრავალი წლის განმავლობაში, სააკაშვილი და

ლევან ქარუმიძე: მრავალი წლის განმავლობაში, სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი ახდენდნენ ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევას, აშშ-ს არასოდეს დაუწესებია სანქციები "ნაციონალური მოძრაობის" რომელიმე წევრის წინააღმდეგ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან ქარუმიძე, საქართველოს მოქალაქეების მიმართ აშშ-ის მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვას სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმიანება.

ქარუმიძის განცხადებით, სააკაშვილის ხელისუფლება მრავალი წლის განმავლობაში არღვევდა ადამიანის უფლებებს, 2011 წელს, რეჟიმმა მომიტინგეები ქუჩაშიც კი მოკლა, აშშ-ს კი არასდროს დაუწესებია სანქციები "ნაციონალური მოძრაობის" რომელიმე წარმომადგენლის მიმათ.

"მრავალი წლის განმავლობაში, 2012 წლამდე, სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი ახდენდნენ ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევას, მათ შორის, მასობრივ ცემას, წამებას და მკვლელობასაც კი. მაგალითად, 2011 წელს რეჟიმმა მომიტინგეები ქუჩებში მოკლა და მათი ცხედრები მაღაზიების სახურავებზე დადო. აშშ-ს არასოდეს დაუწესებია სანქციები "ნაციონალური მოძრაობის" რომელიმე წევრის წინააღმდეგ." -  წერს ლევან ქარუმიძე.