გვეცოდებიან კოლეგები, არ გვემეტებიან სანქციებისთვის, მოვუწოდებთ, შეცვალონ საკუთარი ქცევა, ვიდრე გვიანი არ არის, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
იაგო ხვიჩია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ სავიზო შეზღუდვებს გამოეხმაურა.
„ჩვენ სანქციებს ვუყურებთ ისე, რომ გვეცოდებიან კოლეგები, არ გვემეტებიან ამისთვის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, შეცვალონ საკუთარი ქცევა, ვიდრე გვიანი არ არის. ზოგადად, სწორ გზაზე შემობრუნება არასდროს არის გვიანი. უბრალოდ, მეცოდებიან ეს ადამიანები, რომლებიც შარში გაეხვნენ და ოჯახის წევრებსაც შარში ხვევენ. მოლოდინით შევყურებ შემოდგომას და არჩევნებს, იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნების შემდეგ ამ ვითარებას ჩვენ გამოვასწორებთ და რაღაცნაირად მოვუბოდიშებთ, რომ ასეთი უხერხულობა დაგვემართა ყველასთან და ყველაფერთან. მოლოდინი მაქვს, ამერიკელები სიტყვას შეასრულებენ, მიუხედავად იმისა, ვგულშემატკივრობ თუ არა ვინმეს დასანქცირებას. აქედან გამომდინარე, მოლოდინიც იმის შესაბამისი მაქვს, რაც ითქვა და რაც საჯაროდაც გაცხადებულია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ გამოაცხადა. მისივე თქმით, პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს.
შეიძლება ოცნება ვიღაცას არ მოსწონდეს, მაგრამ სხვის ჭკუაზე სიარული ქართველის ხასიათს ვერ ეთვისება.
არც ომში გაწვევის უწყების მიღება უნდა არავის და არც ბომბების ცვენას ნატრობს ხალხი ლომჯარიებივით.
საარჩევნო ყუთთან ყველა უფრო გააზრებულად იქცევა, ვიდრე ქუჩაში საუბრისას.
ასე რომ ეგ სანქციები, ოცნებას მხოლოდ ასარგებლებს საარჩევნოდ.