დაჩი ბერაია: „ატლანტიკურმა საბჭომ“ აღრიცხა ის, რაც რეალურად ხდება ჩვენს ქვეყანაში. პროგრესით ვართ პირველ ადგილზე და შედეგით ვართ უმაღლეს კატეგორიაში

დაჩი ბერაია: „ატლანტიკურმა საბჭომ“ აღრიცხა ის, რაც რეალურად ხდება ჩვენს ქვეყანაში. პროგრესით ვართ პირველ ადგილზე და შედეგით ვართ უმაღლეს კატეგორიაში

„ატლანტიკური საბჭო“ არის „ქართული ოცნების“ მოსყიდული, შესაძლოა ასე შეაფასონ ოპოზიციონერებმა მათი კვლევა," -  განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დაჩი ბერაიამ ახალ კვლევაზე, რომლის თანახმად  „ატლანტიკური საბჭო“ საქართველოში თავისუფლების დონეს მაღალ შეფასებას აძლევს.

დაჩი ბერაიას თქმით, საბჭოს დადებითი შეფასება კეთდება მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ადამიანის უფლებების შელახვისთვის სწორედ შტატების მხრიდან სანქცირდებიან. ასეთი მიდგომა, მისი თქმით, აბსურდულია.

„ატლანტიკური საბჭო არის „ქართული ოცნების“ მოსყიდული, შესაძლოა ასე შეაფასონ ოპოზიციონერებმა მათი კვლევა. სინამდვილეში „ატლანტიკურმა საბჭომ“ აღრიცხა ის, რაც რეალურად ხდება ჩვენს ქვეყანაში. პროგრესით ვართ პირველ ადგილზე და შედეგით ვართ უმაღლეს კატეგორიაში. ეს იმ ფონზე, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ამბობენ, რომ ჩვენთან ასანქცირებენ ხელისუფლების წარმომადგენლებს ადამიანების უფლებების შელახვის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის და სხვა აბსურდული მიზეზებისთვის, რაც გვესმოდა.

ეს არის ორი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტი, რომლის ანალიზი ძალიან მარტივი გასაკეთებელია ქართული საზოგადოებისა და საქართველოს მოსახლეობისათვის," - განაცხადა დაჩი ბერაიამ.