დასავლელი კოლეგების მხრიდან ორმაგ სტანდარტზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა, როდესაც კომენტარი გააკეთა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებულ საერთაშორისო შეფასებებზე. ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ ორმაგი სტანდარტებით მიდგომა, ადასტურებს იმას, რომ ჩვენ უცხოელ პარტნიორებს არ სურთ საქართველოში დემოკრატია და ცდილობენ თავიანთი გავლენის გაზრდას.
„ფაქტი, რომ ჩვენი დასავლელი კოლეგები გამჭვირვალობის კანონის მიღებას არ გვიწონებენ და საწინააღმდეგო განცხადებებით გამოდიან, მხოლოდ და მხოლოდ მათ ორმაგ სტანდარტზე მოწმობს, რაც ჩემი აზრით, დაუშვებელია.
ეს ნიშნავს იმას, რომ მათ საქართველოში არ უნდათ რეალურად დემოკრატიული მმართველობა, საქართველოს მიიჩნევენ მეორეხარისხოვან ქვეყნად და ფიქრობენ, რომ მხოლოდ მათ უნდა მართონ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეები", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.