პარლამენტარების დასანქცირება, კანონი რატომ მიიღეთო, თავად პარლამენტარიზმის იდეას კლავს და შავი დღეა დემოკრატიისთვის. ეს შემთხვევა მსოფლიო ისტორიაში დარჩება ტრაგი-კურიოზულ მაგალითად! - ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, “გამჭვირვალობის კანონი” სანქციების დაწესებასთან არაფერ შუაშია. როგორც მაღლაფერიძე აღნიშნავს, სწორედ ასეთი იყო ბოლშევიზმი, ხოლო მათ, ვისაც აშშ-ის ეს გადაწყვეტილება გაუხარდა, ურჩევს, რომ გასული საუკუნის 30-იანი წლების პრესას გაეცნონ.
“კანონი არაფერ შუაშია და არ არის საჭირო თავის მოსულელება!
პარლამენტარების დასანქცირება, კანონი რატომ მიიღეთო, თავად პარლამენტარიზმის იდეას კლავს და შავი დღეა დემოკრატიისთვის. ეს შემთხვევა მსოფლიო ისტორიაში დარჩება ტრაგი-კურიოზულ მაგალითად!
საცოდავი გამოხატვის თავისუფლება ხომ საერთოდ კუთხეში ცოცხის უკან იმალება, იცის, სანქციას არ აკმარებენ.
ვისაც არ ახსოვს და აინტერესებს, ე, ესეთი იყო ბოლშევიზმი - მხოლოდ ის იყო სიმართლე, რასაც თვითონ ამბობდნენ და სანქციებიც მაგარი იცოდნენ!
ვისაც ეს გიხარიათ, მიდით ბიბლიოთეკაში და გადახედეთ 30-იანი წლების პრესას!” - წერს ვასილ მაღლაფერიძე.