„უფროსებს ერჩიან, მაგრამ ბავშვებს რაღას ერჩიან? ისე ზოგი ჭირი მარგებელია, აწი გვეცოდინება თუ როგორია მეგობრობა-პარტნიორობა ამერიკულად“- ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის ბრიფინგს, რომლის თქმითაც, აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს.
ანალიტიკოსის შეფასებით, მარტივი მისახვედრია, რომ ეს კეთდება არჩევნებზე ნაცოპოზიციის წასახმარებლად.
„ უფროსებს ერჩიან, მაგრამ ბავშვებს რაღას ერჩიან? ისე ზოგი ჭირი მარგებელია, აწი გვეცოდინება თუ როგორია მეგობრობა-პარტნიორობა ამერიკულად.
მარტივი მისახვედრია რომ ეს კეთდება არჩევნებზე ნაცოპოზიციის წასახმარებლად“-წერს ზაალ ანჯაფარიძე.