დავით მათიკაშვილი: როდესაც სრულიად ელექტრონულ წესზე გადავა საარჩევნო მარათონი, წარმოუდგენელია, ვინმემ რამე მანიპულაცია გაბედოს და თქვას, რომ არჩევნები გაყალბდა

დავით მათიკაშვილი: როდესაც სრულიად ელექტრონულ წესზე გადავა საარჩევნო მარათონი, წარმოუდგენელია, ვინმემ რამე მანიპულაცია გაბედოს და თქვას, რომ არჩევნები გაყალბდა

როდესაც სრულიად ელექტრონულ წესზე გადავა საარჩევნო მარათონი, წარმოუდგენელია, ვინმემ რამე მანიპულაცია გაბედოს და თქვას, რომ აჩევნები გაყალბდა, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა.

„მუდმივად არის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მცდელობა, დისკრედიტაცია მოახდინონ უკვე საარჩევნო პროცესის. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე თავდასხმები აქამდეც გვინახავს. დღეს კიდევ განსაკუთრებით, როდესაც სრულიად ელექტრონულ წესზე გადავა საარჩევნო მარათონი, წარმოუდგენელია, ვინმემ რამე მანიპულაცია გაბედოს და თქვას, რომ არჩევნები ისე არ დასრულდა, ან გაყალბდა ან სხვა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცესკომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: ბოლო პერიოდში, არჩევნებთან და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით ვრცელდება უსაფუძვლო განცხადებები და შეფასებები, მათ შორის ქვეყნის გარეთაც, რაც მთლიანად საარჩევნო პროცესს აზიანებს.