ბექა ოდიშარია: მინდა დავამშვიდო საზოგადოება და ვუთხრა, რომ არც მეილზე და არც ფოსტით არ მოგვსვლია შეტყობინება იმის შესახებ, რომ გაუქმებულია, ან შეზღუდულია რამენაირად ვიზები

ბექა ოდიშარია: მინდა დავამშვიდო საზოგადოება და ვუთხრა, რომ არც მეილზე და არც ფოსტით არ მოგვსვლია შეტყობინება იმის შესახებ, რომ გაუქმებულია, ან შეზღუდულია რამენაირად ვიზები

მინდა დავამშვიდო საზოგადოება და ვუთხრა, რომ არც მეილზე და არც ფოსტით არ მოგვსვლია შეტყობინება იმის შესახებ, რომ გაუქმებულია, ან შეზღუდულია რამენაირად ვიზები, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

წამყვანმა მას ჰკითხა, რას რამდენად საფუძველმოკლებულია ინფორმაცია, რომ ოპოზიცია ორი დღეა ამტკიცებს, რომ ხელისუფლების ლიდერებმა ელექტრონულ მეილებზე მიიღეს შეტყობინებები, სადაც საუბარია სავიზო შეზღუდვასა, თუ სანქციების შესახებ.

„მინდა დავამშვიდო საზოგადოება და ვუთხრა, რომ არც მეილზე და არც ფოსტით არ მოგვსვლია შეტყობინება იმის შესახებ, რომ გაუქმებულია, ან შეზღუდულია რამენაირად ვიზები იქნება ეს პოლიტიკოსებისთვის, ხელოვანებისთვის, სტუდენტებისათვის, თუ ა.შ. ყველანაირი სტატუსი შენარჩუნებულია ყველა სოციუმის მიმართ. ზოგადად, ყოველთვის იყო ამერიკის შეერთებული შტატების მიდგომა მკაცრი ტურისტების და ზოგადად ვიზებთან მიმართებაში. ვიზა გაქვთ თუ არა მნიშვნელობა არ აქვს. თუ დააპირებთ ამერიკაში გამგზავრებას, ნებისმიერ მესაზღვრეს აქვს უფლება თავად მიიღოს გადაწყვეტილება - სწორად გაიცა თუ არა ვიზა და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მიაბრუნონ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე უკან სამშობლოში“, - აღნიშნა ოდიშარიამ.