გოგა ხაინდრავა: თუ ევროკავშირმა სიცრუეზე აგებული გადაწყვეტილება მიიღო და რომელიმე ქვეყანა ამა თუ იმ ფორმით დაისაჯა, გამოდის რომ ნებისმიერი ქვეყანაა ამ საფრთხის ქვეშ

გოგა ხაინდრავა: თუ ევროკავშირმა სიცრუეზე აგებული გადაწყვეტილება მიიღო და რომელიმე ქვეყანა ამა თუ იმ ფორმით დაისაჯა, გამოდის რომ ნებისმიერი ქვეყანაა ამ საფრთხის ქვეშ

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა ევრო ბიუროკრატთა მხრიდან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე პოზიციას დღის ქრონიკაში“ ეხმიანება.

თუ ევროკავშირმა სიცრუეზე აგებული გადაწყვეტილება მიიღო და რომელიმე ქვეყანა ამა თუ იმ ფორმით დაისაჯა, გამოდის რომ ნებისმიერი ქვეყანაა ამ საფრთხის ქვეშ. ამიტომ, უვიზო მიმოსვლის გაუქმებას საქართველოს სიყვარულისთვის კი არა, თავის თავისთვის არ იზამენ. ვინც დგანან სააკაშვილის სურათებით დერეფნებში, ისინი აკეთებენ ასეთ განცხადებებს“, - აღნიშნა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, საქართველოში რევოლუციის არავითარი შანსი არ არსებობს.

დესტაბილიზაცია შეიძლება რაღაც ფორმით იყოს მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც სურათი შეიქმნას“, - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი გამოუგზავნა, სადაც იმ რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო რეჟიმს საფრთხე არ დაემუქროს. მათ შორის ევროკავშირი ითხოვს გაუქმდეს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, უზრუნველყოფილი იყოს LGBTIQ თემის უფლებების სრული დაცვა.