საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე განათლების სფეროში დაგეგმილ ფუნდამენტურ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახალ სამთავრობო პროგრამაში განსაკუთრებული აქცენტი უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში ფუნდამენტურ ცვლილებებზე გაკეთდება. პრემიერის თქმით, პრიორიტეტი მიენიჭება სასწავლო ინფრასტრუქტურის თვისებრივ გაუმჯობესებას, რაც სტუდენტებსა და ახალგაზრდებს თვითრეალიზების უკეთეს შესაძლებლობას მისცემს.

ირაკლი კობახიძემ  ხაზი გაუსვა საჯარო მოხელეების უმნიშვნელოვანეს როლს ქვეყნის განვითარების საქმეში და სამინისტროს თანამშრომლებს წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერმა შეხვედრისას ასევე ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და პოლიტიკური სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარებისთვის.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საჯარო მოხელეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომდე მთავრობის მეთაური საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების,  იუსტიციის სამინისტროებში იმყოფებოდა.

amo " პრემიერის თქმით, პრიორიტეტი მიენიჭება სასწავლო ინფრასტრუქტურის თვისებრივ გაუმჯობესებას, რაც სტუდენტებსა და ახალგაზრდებს თვითრეალიზების უკეთეს შესაძლებლობას მისცემს. " ე ს, ვ ე რ გამოიწვევს განათლების სფეროში ფუნდამენტურ ცვლილებებს. სანამ სკოლას და პედაგოგებს არ მიხედავთ და არ დაუბრუნებთ ა ვ ტ ო რ ი ტ ე ტ ს, ამ საქმიდან არაფერი გამოვა. სანამ გ ა თ ა ვ ხ ე დ ე ბ უ ლ მშობელს (რომელმაც იცის, რომ მის ასევე გათავხედებულ შვილს პედაგოგი უ ბ ა ტ ო ნ ო დ ხმას ვერ გასცემს) საწყალი, უუფლებო პედაგოგი კამათში კედელზე ყავს აკრული აკრული, ამ საქმიდან არაფერი გამოვა. დ ა ა ბ რ უ ნ ე თ სკოლებში ყოფაქცევაში შეფასება, კლასში ჩარჩენის შესაძლებლობა, მიეცით პედაგოგს სამართლიანი შეფასების შესაძლებლობა. მერწმუნეთ ამით სკოლა დალაგდება და ბავშვებში ბევრი პრობლემა მოიხსნება, მათ შორის პოლიტიკურიც. რაც შეეხება კერძო უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებიც ფულის საკეთებელ ცეხებად არის ქცეული და აღარ იციან ერთმანეთს როგორ წაართვან სასწავლო კონტიგენტი, იქამდე მივიდნენ, რომ ეკონომიური მიმართულების აბიტურიენტებისათვის მისაღები გამოცდებიდან ამოიღეს მათემატიკის გამოცდა. შედეგად მიიღეს ის, რომ სტუდენტების უმრავლესობამ წილადების შეკრება არ იციან, არა და უმაღლესი მათემატიკა ეკითხებათ. ეს ხომ მარაზმია. ასეთ პირობებში ცხადია ადვილია ამ მასის მართვა და პოლიტიკური მიზნით გამოყენება. მოკლედ, ამილახვარი ამ საქმეს ვერ მიხედავს. პოლიტიკური ნებაა საჭირო, რომელსაც იმედია დასავლეთი ვერ დაგიბლოკავთ.
5 თვის უკან