კანცლერის განცხადება შეეხებოდა გერმანიაში კონკრეტულ სიტუაციას, თუმცა ზოგადად ეს სიტყვები საყოველთაო ხასიათისაა, - ეს გერმანიის საელჩოს ოფიციალური პასუხია „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ.
შეგახსენებთ გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში კანცლერის ციტატა გამოაქვეყნა, თუმცა არ მიუთითებია, ვის ეხებოდა მიმართვა. ოლაფ შოლცის სიტყვები, რომ „პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმების მიმართ შეუწყნარებელია“ - მედიის ნაწილმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დაუკავშირა. სინამდვილეში, კანცლერმა ეს სიტყვები გერმანიაში ბოლო დროს მომხდარი ძალადობის შესახებ თქვა და მიმართვაში 5 წლის წინ მოკლული ვალტერ ლიუბკეს საქმე გაიხსენა.