ჩვენთვის სიტყვას ფასი აქვს და თუ რამეს ხელს მოვაწერთ, ამას როგორც კონტრაქტს, ისე ვუყურებთ, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ ზურაბიშვილის ქარტიის შესახებ საუბრისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ფანჩატურს ამსგავსებენ როგორც ვხვდები. არა, ფანჩატურთან საერთო არაფერი აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ის [ფანჩატური] კონკრეტულად არჩევნებთან დაკავშირებით იყო და გაყალბდა-არგაყალბდაზე. ჩვენთვის სიტყვას ფასი აქვს და თუ რამეს ხელს მოვაწერთ, ამას როგორც კონტრაქტს, ისე ვუყურებთ. კონტრაქტს კი შესრულება სჭირდება. თუ კონტრაქტში ისეთი რაღაცები წერია, ან გაუგებარია, ან ვეწინააღმდეგებით და ამაზე საჯარო დისკუსია არ მომხდარა, რა თქმა უნდა, ასეთ კონტრაქტს ხელი არცერთმა პატიოსანმა ადამიანმა არ უნდა მოაწეროს“, - აღნიშნა საბომ.