კახა კალაძე: ადამიანები, ვინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებს, უმცირესობაში არიან! - ტარდება არჩევნები, მოიგეთ და თქვენი ნება არ არის? - შეცვალეთ!

კახა კალაძე: ადამიანები, ვინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებს, უმცირესობაში არიან! - ტარდება არჩევნები, მოიგეთ და თქვენი ნება არ არის? - შეცვალეთ!

ადამიანები, ვინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებს, უმცირესობაში არიან! ქვეყნის უმრავლესობა აღნიშნულ კანონს მხარს უჭერს - თუ უმცირესობას რაღაც არ მოსწონს, ტარდება არჩევნები, მოიგეთ არჩევნები და თქვენი ნება არ არის? - შეცვალეთ! - აღნიშნული განცხადება მედიასთან პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.

კალაძემ ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ არჩევნებში მათი გამარჯვების შანსი ნულია და ამიტომ ადგილი აქვს რევოლუციისა და დაპირისპირების მცდელობებს.

კალაძის აზრით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით გაიმარჯვა ქვეყანამ, საქართველოს სახელმწიფოებრიობამ, სუვერენიტეტმა, ხოლო დამარცხდნენ ქვეყნის არაკეთილმოსურნეები.

“ორი თვეა პროცესი მიდის და მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველა ვიხვეწებით, ერთი არგუმენტი მაინც წარმოადგინოს ვინმემ, რატომ შეიძლება აღნიშნული კანონი პრობლემა იყოს - მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ გამოინახა ვერც ერთი ქვეყანა, ვერც ერთი მაღალჩინოსანი, ვერავინ ვერც ქვეყნის შიგნით, ვერც ქვეყნის გარეთ, ვინც შეიძლება კონკრეტულად თქვას, რა სამართლებრივი და შინაარსობრივი შესწორება შეიძლება მომხდარიყო. ვეტოს ფარგლებშიც პრემიერმა თქვა, რომ იყო სრული მზაობა, თუ იქნებოდა წარმოდგენილი შინაარსობრივი შენიშვნები, რაღაცები გაგვეთვალისწინებინა - არაფერი! იმიტომ რომ არგუმენტი არა აქვთ.

კანონი მხოლოდ გამჭვირვალობას ითხოვს, როცა წელიწადში ერთხელ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფინანსური დეკლარაცია უნდა წარადგინონ. ეს არ ეხება ფიზიკურ პირებს, სტუდენტებს, მეცნიერებს და ასე შემდეგ.

წარმოუდგენელია, რატომ შეიძლება ეს ყველაფერი იყოს პრობლემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.