„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაკელიანს შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.
შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე. პარტიის თავმჯდომარემ ელჩს ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
პარტიის თავმჯდომარემ ნიდერლანდების მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.