საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის პირდაპირი მოთხოვნა იყო, რომ თუკი ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ამ ეტაპზე ვერ მივიღებდით, ყოფილიყო უკვე შექმნილი ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მაქსიმალურად დააზღვევდა ლგბტ პროპაგანდის საკითხს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
„ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთით დავაზღვიოთ ის მომდინარე საფრთხეები, რომლებიც უკავშირდება ლგბტ პროპაგანდას და კონკრეტული იდეოლოგიის პოპულარიზაციას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დავაინიციირეთ საკონსტიტუციო ცვლილებები და ამ ცვლილებების წარდგენის და განხილვის დროს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის პირდაპირი მოთხოვნა იყო, რომ თუკი ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ამ ეტაპზე ვერ მივიღებდით, ყოფილიყო უკვე შექმნილი ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მაქსიმალურად დააზღვევდა ლგბტ პროპაგანდის საკითხს. ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ ოჯახები, არასრულწლოვანთა ინტერესები“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში კანონების პაკეტი შეიტანა.