მეუფე ანტონ ბულუხია აცხადებს, რომ საქართველოში ლგბტ პირების უფლებები დაცულია, მაგრამ არსებობს პროპაგანდა და რეკლამები, რომლებიც საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს

მეუფე ანტონ ბულუხია აცხადებს, რომ საქართველოში ლგბტ პირების უფლებები დაცულია, მაგრამ არსებობს პროპაგანდა და რეკლამები, რომლებიც საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს

მათდამი ზიზღი არ გვაქვს, ერთმანეთთან თანაცხოვრება შეგვიძლია, უბრალოდ არის პროპაგანდის ელემენტები, რეკლამები, გამოსვლები, თორემ მათი პიროვნება დაცულია, ერთ თმის ღერს არავინ ჩამოუგდებს, არც ეკლესიის მხრიდან, არც მთავრობის მხრიდან, – ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონ ბულუხიამ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უნდა დავიცვათ ერთმანეთი და ვთქვათ, „მე შენ არ შეგეხები, შენ მე არ შემეხები“, დავდოთ ეს პირობა და ყველაფერი მოგვარდება.

„მათდამი ზიზღი არ გვაქვს, ჩვენ ერთმანეთთან თანაცხოვრება შეგვიძლია, უბრალოდ, აქ არის პროპაგანდის ელემენტები, თორემ დაცულია მათი უფლებები საქართველოში, თუნდაც ეკლესიიდანაც. უბრალოდ, რასაც ჰქვია რეკლამები, გამოსვლები, თორემ მათი პიროვნება დაცულია, ერთ თმის ღერს არავინ ჩამოუგდებს, არც ეკლესიის მხრიდან, არც მთავრობის მხრიდან. ვიღაცები შუღლს აღვივებენ, თითქოს ჩვენ გვდევნიანო. არ ვდევნით, თანაცხოვრება შეიძლება, უბრალოდ იმ პირობით, რომ შენში არ ვიჭრები, შენ ჩემში ნუ შემოიჭრები. საკანონმდებლო დონეზე საჭიროებას ვხედავ. როგორც ჭადრაკშია, მესამე, მეოთხე სვლა, ერთი თუ დათმე, მერე აქეთ შემოდის, ამიტომ მოდი, დავიცვათ ერთმანეთი, არ დავხუჭოთ თვალი, ვთქვათ, შენ შენს ადგილზე იდექი, მე ჩემს ადგილზე ვიდგები“, – განაცხადა მეუფე ანტონმა.

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ კანონების პაკეტი დააინიცირა.