ევროკავშირის სტრატეგია ტაქტიკურად წარუმატებელია, ვერ ვხვდებით, რომ ცეცხლს ვეთამაშებით, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთი უკრაინას უფლებას თუ მისცემს, დაარტყას რუსეთს დასავლური შეიარაღებით, ამას რუსეთისგან ძლიერი პასუხი მოჰყვება და კონფლიქტში ნატო-ს ჩართვის რისკი გაიზრდება.
„ევროკავშირის იდეა სამშვიდობო პროექტზე დაიბადა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპამ გააცნობიერა, რომ კიდევ ერთ ომს ვერ გადაურჩებოდა. ჩვენ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, რა არის ევროპის სტრატეგიული ინტერესი და მოვუწოდოთ ცეცხლის შეწყვეტისკენ. ეს ყველაფერი არასწორია და საზოგადოებრივ აზრს მშვიდობა სურს და არა ომი, რომელიც არ არის პოლიტიკური თამაში“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში დონალდ ტრამპის არჩევის შესაძლებლობაზე საუბრისას, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა:
„ვფიქრობ, ტრამპს აქვს შანსი, გახდეს შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი. ჩვენ გვჭირდება არაგლობალისტი პრეზიდენტი, რომელიც აჭარბებს დემოკრატების ხედვას დემოკრატიის ექსპორტის შესახებ, ეს არის ყველაზე სულელური რამ, რაც კი ოდესმე მსმენია. ტრამპი იყო ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც არ აწარმოებდა ომებს და არ ეძებდა სამშვიდობო გადაწყვეტას ახლო აღმოსავლეთში“.