ფინური კომპანია ჰაერისა და ელექტროენერგიის გამოყენებით ინოვაციური საკვების წარმოებას გეგმავს.
ცილა სახელად Solein, ერთუჯრედიანი ორგანიზმებისგან შედგება. ტრადიციული საფუვრისგან განსხვავებით, რომელიც შაქარზეა დამოკიდებული, Solein იყენებს გაზებს, კერძოდ წყალბადსა და ნახშირორჟანგს. ეს ელემენტები ძალიან ხშირია, მაგრამ მათ არასაკმარისად ვიყენებთ.
"ვამაყობთ ჩვენი პროდუქტით. ამით საკვებისა და უახლესი ტექნოლოგიების სინთეზი შევძელით", — თქვა სუზანა მაკინენმა, Solar Foods-ის მეცნიერმა.
პროდუქტს ცხოველის ხორცზე მოთხოვნილების შემცირება შეუძლია, რასაც დიდი წვლილი მიუძღვის სათბურის გაზების გამოყოფაში.
კომერციალიზაციის მიზნით, Solar Foods-მა აპრილში თავისი პირველი ობიექტი გახსნა, სადაც ჰაერიდან წარმოებულ საკვებს ყიდიან.
Solein გამომშრალი მიკრობებისგან შედგება, რომლებიც წყალბადის დაჟანგვის ბაქტერიების (HOB) კულტივირებისა და დეჰიდრატაციით წარმოიქმნება. ეს მიკრობები ჰაერის კომპონენტებით იკვებებიან.
ადამიანებსა და მიკრობებს შორის ურთიერთობა უძველესია. ჩვენი წინაპრები ამ მიკროსკოპულ არსებებს დუღილისთვის იყენებდნენ. მათ ამით შექმნეს ღვინო, იოგურტი და საფუვრიანი პური. ეს მიკრობები ჩვენი წინაპრებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.
მკვლევრები ახლა ბაქტერიებისგან ენერგიას ათავისუფლებენ და მათ ისეთ ორგანულ მოლეკულებად აქცევენ, როგორიცაა ცილა.
Solar Foods-ის თანახმად, საკვების წარმოების პროცესი ელექტროენერგიის გამოყენებით წყლისგან წყალბადსა და ჟანგბადს გამოყოფს. შემდეგ ამ გაზებსა და CO2-ს მიკრობული ცილის შესაქმნელად იყენებენ. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ეს რესურსების დაზოგვისთვის იდეალურია.