ცნობილი მსახიობების, უმა თურმანისა და ითან ჰოუკის შვილი, მაია ჰოუკი, ამბობს, რომ ნეპოტიზმით მიღებული როლები არ აწუხებს. მაიას თქმით, იცის, რომ ცნობილ ფილმში Once Upon A Time in Hollywood როლი მშობლების დამსახურებით მიიღო.
"ბევრმა ადამაინმა დამცინა, როდესაც ვთქვი, რომ ამ ფილმისთვის კასტინგში მივიღე მონაწილეობა. ის არ მიგულისხმია, რომ საბოლოოდ როლი ნეპოტიზმის გამო არ მიმიღია, ვფიქრობ, რომ ჩემი შერჩევის მიზეზი სწორედ ეს გახდა", — აღნიშნავს მაია.
მსახიობი ამატებს, რომ აცნობიერებს იმ პრივილეგიას, რომელიც აქვს, თუმცა ამის გამო მის დათმობას არ აპირებს. მაია ფართო საზოგადოებამ ნეტფლიქსის პოპულარულ სერიალ Stranger Things-ში რობინ ბაკლის როლით გაიცნო, ამის შემდეგ კი მან არაერთ ცნობილ პროექტში ითამაშა.
"ძალიან ბევრი ადამიანი იმსახურებს ჩემნაირ ცხოვრებას, მაგრამ ასეთი ცხოვრება არ აქვთ. ვფიქრობ, არ მაწუხებს ის ფაქტი, რომ რაღაცას არ ვიმსახურებ, მაგრამ მაინც ვაკეთებ. ვიცი, ამით [პრივილეგიებით] რომ არ მესარგებლა, ამით ვერავის დავეხმარებოდი. როცა [კარიერას] ვიწყებდი, ორი გზა მქონდა და ერთ-ერთი ის იყო, რომ სახელი შემეცვალა, ცხვირის ოპერაცია გამეკეთებინა და კასტინგებზე გავსულიყავი", — ამბობს მსახიობი.
საბოლოოდ, ემამ მეორე გზა აირჩია და გადაწყვიტა, ის უპირატესობები, რომელთაც ცნობილი მშობლების ყოლა აძლევდა, გამოეყენებინა.
ჰოუკმა ცოტა ხნის წინ მამამისის გადაღებულ Wildcat-ში ითამაშა, რასაც ინტერნეტში აგრესიის კიდევ ერთი ტალღა მოყვა.
"გადაღებებზე ზოგჯერ საკუთარ თავში ეჭვი შემქონდა ხოლმე, თუმცა ადამიანებმა სოციალურ ქსელში ბევრი რამ არ იციან. მამაჩემისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და ერთად მუშაობა მოგვწონს", — ამატებს მაია.
ამ თემაზე კომენტარი თავად მსახიობმა და რეჟისორმა, ითან ჰოუკმაც გააკეთა და თქვა, რომ თუ ადამიანებს მათი გაკრიტიკება უნდათ, ეს მათი ნებაა, მისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანია, გადასაღებ მოედანზე შენი საქმე კარგად აკეთო.