შალვა პაპუაშვილი: ამან კიდევ ერთხელ აჩვენა თუ რამხელა დეზინფორმაციულ შტურმთან გვაქვს ჩვენ საქმე საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელშიც ჩართული არიან შიდა და გარე აქტორები

შალვა პაპუაშვილი: ამან კიდევ ერთხელ აჩვენა თუ რამხელა დეზინფორმაციულ შტურმთან გვაქვს ჩვენ საქმე საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელშიც ჩართული არიან შიდა და გარე აქტორები

ამან კიდევ ერთხელ აჩვენა თუ რამხელა დეზინფორმაციულ შტურმთან გვაქვს ჩვენ საქმე საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელშიც ჩართული არიან შიდა აქტორები და გარე აქტორები. არის აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტი გამოყენებული, დაწყებული მედიით და დამთავრებული უცხოელი მაღალი რანგის პოლიტიკოსების განცხადებებით იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოს მოსახლეობის დაბნევა ამ საკითხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს საკითხის განხილვას გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი შინაარსობრივ განხილვას გაურბოდა.

„რაც შეეხება ვეტოს საკითხს, დღეს თქვენ ნახეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განხილვა. ალბათ, სიტყვა იმიტომ გასდევს ამ განხილვას, რომ ჩვენ ვნახეთ, რომ შინაარსობრივ მსჯელობას გაურბოდა პრეზიდენტის წარმომადგენელი. პირიქით, ამბობდა კიდეც, რომ არ აპირებდა შინაარსობრივ მსჯელობაში შესვლას და კითხვებზე, თუ რა იყო კონსტიტუციასთან შეუსაბამო, რომელი მუხლი იყო ამასთან შეუსაბამო, რომელი პრინციპი იყო შეუსაბამო, მას არ ჰქონდა არანაირი პასუხი. დღეს, მე მგონი, ის, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, იყო ვიზუალიზაცია იმასა, რაც ბოლო ორ თვეზე მეტი უკვე, ორ თვეზე მეტ პერიოდში ხდებოდა, მათ შორის, დახურულ კარს მიღმა, როდესაც ჩვენ, მათ შორის, უცხოელ აქტორებს ვხვდებოდით. აი, ზუსტად ასეთი საუბრები გვქონდა ხოლმე ჩვენ როდესაც შევდიოდით და შევდივართ ხოლმე შინაარსში, იქ არგუმენტები იკლებს, იკლებს, საერთოდ ბოლოს აღარ არის არგუმენტები და არის უბრალოდ ბრტყელი ფრაზებით საუბარი, თითქოს რაღაც ეწინააღმდეგება რაღაც ღირებულებებს, რაღაც პრინციპებს, ისე, რომ როდესაც დაკონკრეტებას ვითხოვთ, კონკრეტიკაში შესვლა უკვე ყველას უჭირს.

ამან კიდევ ერთხელ აჩვენა თუ რამხელა დეზინფორმაციულ შტურმთან გვაქვს ჩვენ საქმე საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელშიც ჩართული არიან შიდა აქტორები და გარე აქტორები. არის აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტი გამოყენებული, დაწყებული მედიით და დამთავრებული უცხოელი მაღალი რანგის პოლიტიკოსების განცხადებებით იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოს მოსახლეობის დაბნევა ამ საკითხთან დაკავშირებით.

სინამდვილეში, ჩვენ ვხედავთ, რომ და ეს დღეს ყველამ დაინახა, მთელმა მოსახლეობამ დაინახა, რომ დღეს ფაქტობრივად იყო პირველი შესაძლებლობა, როდესაც შეეძლო, თუკი ვინმეს აქვს კრიტიკული არგუმენტი ამ კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს შეეძლო ეს არგუმენტები წარმოედგინა და ვნახეთ, რომ ის გაექცა შინაარსზე მსჯელობას. ხაზსაც უსვამდა, რომ შინაარსზე დამსჯელად მან მანდატი თურმე არ ჰქონია და ერთადერთი მანდატი აღმოჩნდა, რომ ის არის, რომ მოახდინოს სტიგმატიზება ამ კანონის.

მეორე, სამწუხაროა, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უცხოელ აქტორებზე, ნაცვლად იმისა, რომ უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა, ნაცვლად იმისა, ევროპელ ან ამერიკელ აქტორებს რომ ეთქვათ, რომ ისინი მზად არიან გაასაჯაროონ ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან და ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ყველა პროექტი, ნაცვლად ამისა, ჩვენ ვხედავთ შეტევას ამ კანონზე, სტიგმატიზებას მსჯელობისა და ფაქტობრივად, ვხედავთ, რომ ძირითადი მიზანი ამ სტიგმატიზების არის ის, რომ, დარჩეს კვლავ დაფარული ნაწილი იმ დაფინანსებისა, რომელიც აშშ-ან და ევროკავშირიდან საქართველოში შემოდის.
დღეს, ფაქტობრივად, ეს არის უკვე დადასტურებული იმ მხრივ, რომ საერთო ჯამში ამ კამპანიის ერთ-ერთი მიზანი არის სწორედ ის, რომ დარჩეს დაფარული და კვლავ შეეძლოს, გარკვეულ ამერიკულ და ევროპულ ფონდებს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ფარულად იმუშაონ საქართველოში. დააფინანსონ კვლავ პოლიტიკური პარტიები, რადიკალური ჯგუფები ისე, რომ საქართველოს მოსახლეობას ამასთან დაკავშირებით არაფერი უთხრან, რაც არის, რა თქმა უნდა, ძალიან დასანანი, რომ ღირებულებებზე საუბრის უკან სინამდვილეში იმალება ქვეყანაში ფარული დაფინანსების პრაქტიკის გაგრძელების სურვილი, რაც, რა თქმა უნდა, შორს არის ევროპული თუ ნებისმიერი სხვა ასეთი მაღალი ღირებულებისგან და შორს არის, მათ შორის, ჩვენი წარმოდგენისგან, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.