პრეზიდენტის მიერ ასეთი მაკოორდინირებელი ქოლგის შექმნა არის ძალიან სწორი, - ასე ეხმაურება პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას.
„საჭიროა კოორდინაცია. დღეს რთული ვითარებაა საქართველოში. ხელისუფლებას აქვს ღიად რუსული მიმართულება აღებული, ამიტომ მარტივი არ იქნება არც არჩევნები და არც პოლიტიკური დაპირისპირება ხელისუფლებასთან და რუსეთთან. ჩვენ ამ დაპირისპირებას მოვიგებთ, მაგრამ პრეზიდენტის მიერ ასეთი მაკოორდინირებელი ქოლგის შექმნა არის ძალიან სწორი“, - აღნიშნა გვარამიამ.
„ქრონიკის“ ინფორმაცია დადასტურდა - პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს.