კახა კალაძე: აშკარად ჩანს და იკვეთება, რომ სალომე ზურაბიშვილი ატარებს სხვის და არა ქვეყნის ინტერესებს

კახა კალაძე: აშკარად ჩანს და იკვეთება, რომ სალომე ზურაბიშვილი ატარებს სხვის და არა ქვეყნის ინტერესებს

აშკარად ჩანს და იკვეთება, რომ სალომე ზურაბიშვილი ატარებს სხვის და არა ქვეყნის ინტერესებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ბოლო წლების განმავლობაში აშკარად ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებებით არ მოქმედებს და არ დგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. აშკარად ჩანს და იკვეთება, რომ ის ატარებს სხვის და არა ქვეყნის ინტერესებს. შესაბამისად, ხალხი ყველას შესაბამის პასუხს გასცემს“, - განაცხადა კალაძემ.

„ქრონიკის“ ინფორმაცია დადასტურდა - პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს.