ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ ევროპა უკრაინის ომში ერთვება

ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ ევროპა უკრაინის ომში ერთვება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროპა უკრაინის ომში ერთვება. ვიქტორ ორბანმა ევროპის ამ პოლიტიკას უპასუხისმგებლო უწოდა, რადგან პროცესი ევროკავშირს ავნებს.

მედიასთან საუბრისას ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომში შესაძლოა ნატოც ჩაერთოს, რაც ვითარების ესკალაციას გამოიწვევს. ორბანმა მოკავშირეები გაფრთხილა, რომ შესაძლოა სიტუაცია ყველაზე ცუდი, ბირთვული იარაღის გამოყენების სცენარით განვითარდეს.

„ევროპა ისე ერთვება ომში, რომ სამხედრო მიზნების მიღწევისთვის საჭირო დანახარჯებისა და საშუალებების სიდიდე არც კი აქვს შეფასებული. ამაზე მეტი უპასუხისმგებლობა ცხოვრებაში არ მინახავს. ვფიქრობ, ევროპელი პოლიტიკოსებისთვის ბირთვული იარაღი შეკავების ტაქტიკური საშუალებაა და არა ის, რაც რეალურად უნდა გამოიყენონ. მაგრამ რაზეც ისინი ომის დასაწყისში არ ფიქრობდნენ, შესაძლოა მართლაც მოხდეს, თუ მოვლენები უარესი სცენარით განვითარდება“, - განაცხადა ორბანმა.