„ერთიანი პლატფორმის შესახებ“ მემორანდუმში ერთ-ერთი პუნქტი შეეხება ერთიან საარჩევნო სიას. სწორედ ეს არის ერთადერთი პუნქტი, რომელზეც სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ასევე გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ასეთი პუნქტის ჩაწერა მემორანდუმში, ყველასთვის დამაზიანებელი იქნება, საზოგადოება ამისთვის ბოლომდე შემზადებული არ არის და ეს უნდა მოხდეს უშუალოდ საარჩევნო სიების წარდგენის წინა დღეებში.
რაც შეეხება პრემიერობის კანდიდატებს, რაც მემორანდუმში მითითებული არ იქნება, განიხილებიან მამუკა ხაზარაძე, ნიკა გვარამია და გიორგი ვაშაძე. არ გამორიცხავენ სხვა კანდიდატის არსებობასაც. ასევე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსულტაციებს პარტიებთან ოფიციალურად აწარმოებს ეკა ბესელია.
აქ გემოვნებაზე არაა საქმე, საქმე ბიოგრაფიას, ზნეობასა და ინტელექტზეა! როცა მმართველი ზალის დამარცხებას აპირებ, მისი დონის, ან ცოტათი მიახლოებული სასტავი მაინც ხომ უნდა გყავდეს? ზოგი უშუალო მონაწილეა წამების ძარცვის დარბევების და ომის წაგებისა, ზოგი აპრავებდა, უარეს შემთხვევაში მიშა მგორთხავზე მლოცველი ხომ მაინცაა ყველა!