ინგრედიენტები:
ახალი ქინძი გემოვნებით
ხახვი 3 ცალი
ქათამი 800გრ
პომიდორი 4 ცალი
ტკბილი წიწაკა ½ ცალი
ნიორი 3 კბილი
ოხრახუში გემოვნებით
მარილი გემოვნებით
სანელებლები გემოვნებით
ჩილის წიწაკა ½ ცალი
მომზადება
ქათამი გარეცხეთ, დაჭერით საშუალო ნაჭრებად. შეწვით საშუალო ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ ხახვი, განაგრძეთ შეწვა საშუალო ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში, დაამატეთ მარილი.
პომიდორს მოაცილეთ კანი და წვრილად დაჭერით, დაუმატეთ ქათამს. დავჭრათ წიწაკა, ნიორი. შეწვით კიდევ 20 წუთი. დასასრულს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ოხრახუში, დაამატეთ ჩილის წიწაკა და სანელებლები გემოვნებით.