ლეგენდარული ფილმ ბითლჯუსის გამოსვლიდან 30 წელზე მეტი გავიდა და დროა, გავიგოთ როგორ გაგრძელდა მთავარი გმირების ისტორია. ორიგინალ ფილმში სიუჟეტი გარდაცვლილი წყვილის გარშემო ვითარდება, რომლებიც მშვიდად ცხოვრობდნენ თავიანთი "მოჩვენებური ცხოვრებით", სანამ მათ სახლში ახალი ოჯახი არ დასახლდებოდა.
პირველ ფილმში მათ ცნობილი მოჩვენება ბითლჯუსი დაიქირავეს, რათა ოჯახი სახლიდან გაეგდოთ. მეორე ნაწილში იმავე ოჯახის ერთ-ერთი წევრის გარდაცვალების მერე ცნობილი ბითლჯუსი სხვა მოჩვენებებთან ერთად უკან ბრუნდება, რათა მეტი პრობლემა შექმნას. ამჯერად მას თავად ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ლიდიას თინეიჯერი შვილი, ასტრიდი, იხმობს. ჯენა ორტეგას პერსონაჟი, ასტრიდი, მოჩვენებების სამყაროსა და რეალობას შორის პორტალს აღმოაჩენს და ბითლჯუსს მისი სახელის სამჯერ გამეორებით გამოიძახებს.
ფილმის მეორე ნაწილში ცნობილი მსახიობები, ჯენა ორტეგა, უილიამ დეფო, მონიკა ბელუჩი და სხვები ითამაშებენ. ასევე, ორიგინალ როლებში დაბრუნდებიან ვაინონა რაიდერი და კეტრინ ო'ჰარაც, ბითლჯუსის როლს კი კვლავ მაიკლ კიტონი მოირგებს. ფილმის რეჟისორი კვლავ ტიმ ბარტონი იქნება, სცენარზე კი ნეტფლიქსის ცნობილი შოუს Wednesday-ის სცენარისტები იმუშავებენ.
ფილმის პრემიერა 6 სექტემბერს შედგება.