ფრანგულ კანონს აქვს აბსოლუტურად სხვა ამოცანა და მიზნები,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
„დემოკრატიული ქვეყნები იღებენ კანონებს, რომელთა ამოცანაა დაიცვას სახელმწიფო და მოქალაქეთა ინტერესები. თქვენ ავრცელებთ დეზინფორმაციას. ფრანგულ კანონს აქვს აბსოლუტურად სხვა ამოცანა და მიზნები. თუ „იმედის“ პირდაპირ ეთერს გახსნით ოპოზიციონერებისთვის, პირდაპირ ეთერში მოვალ და პუნქტობრივად აგიხსნით“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.