მე ერთი უცნაურად საინტერესო რამ ვისწავლე ბოლო 6 თვეში, ქართველების საკმაოდ დიდი ნაწილი ყოფილა ზიანის მიყენებამდე ჩმორი, - წერს სოციალურ ქსელში ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა, სანდრო ცხადაძე.
მისივე თქმით, ქართველების საკმაოდ დიდი ნაწილი სახლიდან გაუსვლელად დააჩმორეს და სიკვდილის წინ მიხვდებიან რა გულის რევა იყო ეგრე ცხოვრება.
„მე ერთი უცნაურად საინტერესო რამ ვისწავლე, ბოლო 6 თვეში, ქართველების საკმაოდ დიდი ნაწილი ყოფილა ზიანის მიყენებამდე ჩმორი.
ანუ ხო შეიძლება გცემონ, დაგაშინონ, დაგატერორონ და მერე დაშინდე და მიჩმორდე.
არა. ეს, იმენა, სახლიდან გაუსვლელად დააჩმორეს. არც იციან ვინაა, ისე დააჩმორეს
ღმერთმა ასი წელი გაცოცხლოთ, მარა სიკვდილის წინ მიხვდებით რა გულის რევა იყო ეგრე ცხოვრება“, - წერს სანდრო ცხადაძე.