რუსეთში ამერიკისა და მისი მოქალაქეების ქონების კონფისკაციის ნებართვა გაიცა

რუსეთში ამერიკისა და მისი მოქალაქეების ქონების კონფისკაციის ნებართვა გაიცა

ვლადიმერ პუტინმა, რუსული აქტივების კონფისკაციის საპასუხოდ, რუსეთში ამერიკისა და მისი მოქალაქეების ქონების კონფისკაციის ნებართვა გასცა. შესაბამისი განკარგულება მთავრობის საკანონმდებლო აქტების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

კრემლის ლიდერის განკარგულებით, ნებადართული იქნება შეერთებული შტატების, მისი მოქალაქეების, რეზიდენტების, ამერიკულ ბაზარზე მომუშავე კომპანიებისა და მათი კუთვნილი ფირმების ქონების ჩამორთმევა.

Aburjga Tasmanieli ძალიან მაგარი ამბავია! დაგვიანებით, მაგრამ სიმეტრიული ნაბიჯები გადადგა რუსეთის ხელისუფლებამ! მახსოვს უკრაინაში ომის დაწყებამდე გაცილებით ადრე როგორ ართმევდნენ რუსეთის სახელმწიფოს ქონებას. პირდაპირ ყაჩაღურად ართმევდნენ, აბეჩავებდნენ და ისე, საკონსულოების შენობებიც კი წაართვეს!! აშშ-ზე არის ნათქვამი - "მტერი მოსული მოყვრადა, ათასჯერ უფრო მტერია"!
11 თვის უკან