რატი იონათამიშვილი: გულწრფელად გეტყვით, ემოციურად საკმაოდ ავღელდი, როდესაც პრემიერის განცხადება წავიკითხე. მართლაც გამაოგნებელია რა ძალები და როგორ ებრძვიან ჩვენს ქვეყანას და ამ ქვეყნისა და ჩვენი გუნდის ლიდერებს

რატი იონათამიშვილი: გულწრფელად გეტყვით, ემოციურად საკმაოდ ავღელდი, როდესაც პრემიერის განცხადება წავიკითხე. მართლაც გამაოგნებელია რა ძალები და როგორ ებრძვიან ჩვენს ქვეყანას და ამ ქვეყნისა და ჩვენი გუნდის ლიდერებს

ემოციურად საკმაოდ ავღელდი, როდესაც ეს [პრემიერის განცხადება] წავიკითხე. მართლაც გამაოგნებელია რა ძალები და როგორ ებრძვიან ჩვენს ქვეყანას და ამ ქვეყნისა და ჩვენი გუნდის ლიდერებს, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

დეპუტატი პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

„გულწრფელად გეტყვით, ემოციურად საკმაოდ ავღელდი, როდესაც ეს [პრემიერის განცხადება] წავიკითხე. მართლაც გამაოგნებელია რა ძალები და როგორ ებრძვიან ჩვენს ქვეყანას და ამ ქვეყნისა და ჩვენი გუნდის ლიდერებს. რას ერჩის ეს ძალა საქართველოს?! მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ აქ არ გაიხსნა მეორე ფრონტი და იმას, რომ ჩვენი ხელისუფლება არავის მორჩილი არ არის გარდა ჩვენი საზოგადოებისა და რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებს ვატარებთ და ვიცავთ. ამის გულისთვის ეს ადამიანები ხან სანქციებით ცდილობენ ჩვენს დაშანტაჟებას, უკვე სიცოცხლის მოსპობაზეც გადავიდნენ. თუ ვერ შეიგნეს, რომ ვერც სანქციებით, ვერც სიცოცხლის მოსპობით ვერ გვაიძულებენ ვერავის, რომ საქართველოს საზიანო გადაწყვეტილება მივიღოთ, მით უარესი მათთვის, მაგრამ აქ ჩანს მასშტაბი და ამბიცია იმ ძალის, რომელსაც გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ. გუშინ გვესმოდა სანქციებზე მუქარა, დღეს უკვე გავიგეთ, რომ სიცოცხლის მოსპობის პირდაპირი მუქარაც არის.

ყველაფერი დაიწყო და მთავარი წყალგამყოფი აღმოჩნდა უკრაინის ომი, როდესაც საქართველოში არ გაიხსნა მეორე ფრონტი. აქ იყო ამის პირდაპირი მოწოდებები, პირდაპირ გვთხოვდნენ იარაღით აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რეგიონში შესვლას, მოხალისეების სახელმწიფოს ეგიდით გაგზავნას უკრაინაში იქ ომში ჩასართავად. გვამებში უნდა შეგვეხიდონო, ეს განცხადება ხომ ყველას გვახსოვს. სააკაშვილის შემოყვანა რას ემსახურებოდა?! ვინმეს ჰგონია, რომ სიხარულით შემოვიდა სააკაშვილი?! “, - აღნიშნა დეპუტატმა.

ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო ერთ-ერთი ევროკომისრის მუქარა, „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია ნათქვამი.