შალვა პაპუაშვილი: გამაოგნებელია რაიმე კონტექსტში მკვლელობის მცდელობის მოყვანა

შალვა პაპუაშვილი: გამაოგნებელია რაიმე კონტექსტში მკვლელობის მცდელობის მოყვანა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მას აცნობა ერთ-ერთი ევროკომისრის მუქარის შესახებ, „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პრემიერ-მინისტრმა მაცნობა ამის შესახებ. მართლაც გამაოგნებელია ამ კონტექსტში მკვლელობის მცდელობის მოყვანა. ნებისმიერ შემთხვევაში, რაიმე კონტექსტში ამ ფაქტის ხსენება, გამაოგნებელია, რა თქმა უნდა. დამატებით კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო ერთ-ერთი ევროკომისრის მუქარა, „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.