ვლადიმერ ბოჟაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ის ფაქტები, რომელიც კანონთან მიმართებაში იყო მოყვანილი, მანამდე აქციებთან დაკავშირებით, შეფასებების ნაწილი, არის ყველაფერი, გარდა სამართლებრივი შეფასებებისა

ვლადიმერ ბოჟაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ის ფაქტები, რომელიც კანონთან მიმართებაში იყო მოყვანილი, მანამდე აქციებთან დაკავშირებით, შეფასებების ნაწილი, არის ყველაფერი, გარდა სამართლებრივი შეფასებებისა

ის ფაქტები, რომელიც კანონთან მიმართებაში იყო მოყვანილი, მანამდე აქციებთან დაკავშირებით, შეფასებების ნაწილი, არის ყველაფერი, გარდა სამართლებრივი შეფასებების, - აამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

„დოკუმენტი, რომელიც ვიხილეთ, ნამდვილად არ ჰგავს დამოუკიდებელი ექსპერტების ნამუშევარს. ალბათ ანა წითლიძე თუ დაწერდა ასეთ ტექსტებს და გადაუგზავნიდა [კომისიას], რადგან პოლიტიკური შეფასებების ნაწილში საერთოდ არ აქვს ასეთი მანდატი კომისიას. არ მახსენდება მათი რომელიმე რეკომენდაცია ან საქართველოსთან, ან სხვა რომელიმე ქვეყანასთან, რომელიც პოლიტიკური შეფასებებით უნდა იწყებოდეს. თქვენ ნახეთ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, მათ შორის საფრანგეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, კანადა, ყველა აპირებს ასეთი [გამჭვირვალობის შესახებ] კანონის მიღებას, რადგან საჭიროა იმ გარემოსთვის, რომელშიც ვცხოვრობთ, პრობლემებისთვის, რომელიც იგივე ევროპარლამენტის არჩევნებს შეიძლება მოჰყვეს და ფონ დერ ლაიენმა პირდაპირ ახსენა ეს საკითხი. სამწუხაროდ, საკონსულტაციო ორგანომ, რომლის ერთადერთი ამოცანაც არის და 1990 წელს ეს [ვენეციის] კომისია სწორედ ამისთვის შეიქმნა, დახმარებოდა წევრ სახელმწიფოებს, სამართლებრივ, კონსტიტუციურ საკითხებთან მიმართებაში. თქვენ თუ ნახავთ იქ [დასკვნაში] განმარტებას, ეს მუხლი ამის ნაცვლად ასე რომ ეწეროს, უკეთესი იქნებოდაო, მაშინ ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას. ის ფაქტები, რომელიც კანონთან მიმართებაში იყო მოყვანილი, მანამდე აქციებთან დაკავშირებით, შეფასებების ნაწილი, არის ყველაფერი, გარდა სამართლებრივი შეფასებებისა“, - აღნიშნა ბოჟაძემ.

ვენეციის კომისიამ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.