იტალიელი ბლოგერი: თუ საქართველოში განვითარებულ მოვლენებში მართლა არის „უცხო ხელი”, ეს ნიშნავს, რომ განზრახვა არის, აიძულონ პუტინი შეიჭრას იქაც, რაც, შესაძლოა, მეორე ფრონტის გახსნით უკრაინაში მისი ქმედებების შესუსტების მცდელობა იყოს

იტალიელი ბლოგერი: თუ საქართველოში განვითარებულ მოვლენებში მართლა არის „უცხო ხელი”, ეს ნიშნავს, რომ განზრახვა არის, აიძულონ პუტინი შეიჭრას იქაც, რაც, შესაძლოა, მეორე ფრონტის გახსნით უკრაინაში მისი ქმედებების შესუსტების მცდელობა იყოს

იტალიელი პოლიტიკური ბლოგერი, ანდრეა ლომბარდი YouTube-ის საკუთარ არხზე საქართველოში განვითარებულ მოვლებს აფასებს და აცხადებს, რომ Საქართველოში მიღებული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არ არის რუსული კანონი.

„თუ გადახვალთ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის საიტზე, იხილავთ FARA-ს კანონს, რომელიც ეხება უცხოელ აგენტებს. ეს კანონი აშშ-ში 1938 წელს მიიღეს. თუ დეტალებში შევალთ, შემიძლია გითხრათ, რომ ქართული კანონი იძლევა მკაფიო კრიტერიუმს, ვინ უნდა დარეგისტრირდეს უცხოელი აგენტების რეესტრში და ვინ არა. თუ ორგანიზაცია საზღვარგარეთიდან მთლიანი დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს - უნდა დარეგისტრირდეს, თუ 20%-ზე ნაკლებს - მაშინ არა. აბსოლუტურად ობიექტური და მკაფიო კრიტერიუმი. ამერიკულ კანონს კი აკლია ობიექტური და მკაფიო კრიტერიუმები. სხვა საკითხებთან ერთად, ამერიკული კანონი ასევე პოტენციურად საშიშია, რადგან უცხოელი აგენტის განსაზღვრისთვის ის არ იყენებს ობიექტურ კრიტერიუმებს, როგორიც ქართულშია, რომელიც ადგენს დაფინანსების 20%-იან ლიმიტს. ამერიკული კანონი ეფუძნება კრიტერიუმებს, რომლის ინტერპრეტაცია შეიძლება, და შესაბამისად, შეიძლება გამოყენებული იყოს, ყოველ შემთხვევაში, პოტენციურად, მეტი მოქნილობით“, - ამბობს ანდრეა ლომბარდი.

ანდრეა ლომბარდი ასევე ეხმაურება საპროტესტო აქციებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ქუჩებში გამოვიდნენ პროევროპული მხარდამჭერები, რომლებიც თავიანთი ქვეყნის დროშებთან ერთად ევროპის დროშებს აფრიალებდნენ.

„სად გინახავთ მსგავსი რამ? დიახ, უკრაინაში 2014 წელს, ევრომაიდანის დროს“, - აცხადებს ის. ახლა ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა დაიწყეს ქართველი პარლამენტარების მიმართ ღია მუქარა. ჯიმ ო'ბრაიენის თქმით, თუ ისინი აამოქმედებენ კანონს უცხოელი აგენტების შესახებ, მათ სანქციები დაეკისრებათ. ასევე საქართველოს ეწვიენ ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც შეუერთდნენ აქციის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის წინ. მათ ვიქტორია ნულანდი აკლდათ“, - აღნიშნავს ლომბარდი.