რამდენად შეგვიძლია, სრულიად დამოუკიდებლად მივიღოთ გადაწყვეტილებები, თუ სუვერენიტეტის ნაწილი უნდა დავთმოთ, ამის შეფასება უფრო პოლიტიკოსების საქმეა. ჩვენ პროცესს ვაკვირდებით. სრულიად ცხადად ჩანს და ამას არც მალავენ, გვითხრეს კიდევაც, რომ სუვერენიტეტის ნაწილი უნდა დავთმოთ, - ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
კითხვაზე, ხომ არ არის ნიშნები, რომ ლიბერალურ სამყაროს საქართველოს ხელისუფლებისთვის დირექტივების მიცემა სურს, ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ახსოვს საბჭოთა პერიოდი, როდესაც დირექტივები მოდიოდა და საქართველოს ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდა, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიეღო.
„გასაგებია, მაშინ ჩვენს პატარა ქვეყანას გაუჭირდებოდა ასეთი დიდი ძალის წინაშე თავისი პრინციპების გატანა. დღეს ჩვენთვის რთულია შეფასება, რა პოლიტიკურ წონას წარმოადგენს საქართველო, თუმცა დასანანია ის, რომ ძალიან ცხადად იკვეთება, საქართველოს დირექტივებს კვლავ კარნახობენ.
რამდენად აქვს საქართველოს პოლიტიკური წონა, რამდენად შეგვიძლია, სრულიად დამოუკიდებლად მივიღოთ გადაწყვეტილებები, თუ სუვერენიტეტის ნაწილი უნდა დავთმოთ, ამის შეფასება უფრო პოლიტიკოსების საქმეა. ჩვენ პროცესს ვაკვირდებით. სრულიად ცხადად ჩანს და ამას არც მალავენ, გვითხრეს კიდევაც, რომ სუვერენიტეტის ნაწილი უნდა დავთმოთ“, - განაცხადა მამა ანდრიამ.