რამდენად არის ევროპული ღირებულება ანტისამთავრობო აქციაში მონაწილეობა - ეს კითხვა დაუსვა „ქრონიკამ“ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მისულ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს. გაირკვა, რომ გაბრიელიუს ლანდსბერგისი არ ფიქრობს, რომ პროტესტი მთავრობის წინააღმდეგაა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ ქართველი ხალხი მარტო არ არის.
„არ ვფიქრობ, რომ ეს არის მთავრობის წინააღმდეგ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის სწრაფვას ევროკავშირისკენ“, - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.