ლევან გაჩეჩილაძე: როდესაც ქართულ კანონს არქმევ რუსულს, ქართველს არქმევ რუსს, ლამის ილია ჭავჭავაძეს და ერეკლე მეორეს გადაუარო, გადაუარონ ლამის საპატრიარქოს, პატრიარქს, ეს ხდება იმის გამო, რომ მიიღონ ესკალაცია

ლევან გაჩეჩილაძე: როდესაც ქართულ კანონს არქმევ რუსულს, ქართველს არქმევ რუსს, ლამის ილია ჭავჭავაძეს და ერეკლე მეორეს გადაუარო, გადაუარონ ლამის საპატრიარქოს, პატრიარქს, ეს ხდება იმის გამო, რომ მიიღონ ესკალაცია

როდესაც ყველაფერ ქართულს დაარქმევ რუსულს, როდესაც არ დაგიტოვებ ოდნავ მტკაველს, ქართულ კანონს არქმევ რუსულს, ქართველს არქმევ რუსს, მოღალატეს არქმევ, ლამის ილია ჭავჭავაძეს და ერეკლე მეორეს გადაუარო, გადაუარონ ლამის საპატრიარქოს, პატრიარქს, ეს ხდება იმის გამო, რომ რევანში მოახერხო, მიიღონ ესკალაცია, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან გაჩეჩილაძემ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ განაცხადა.

გაჩეჩილაძე გამჭვირვალეობის შესახებ კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„ამ ბოლო არჩევნების გარდა, ნორმალური და სამართლიანი არჩევნები არ ჩაგვიტარებია. გულწრფელად ვამბობ. სულ იყო გააყალბა და გამოაყალბა. ყველას ვთხოვ, ახალგაზრდებსაც ვთხოვ, ესკალაციას თავი დაანებონ, რამდენიმე თვეში ამ ქვეყანაში არის არჩევნები. მოიგონ, მშვიდობიანად წაიღონ ხელისუფლება, ის [გამჭვირვალობის შესახებ] კანონიც გაიწვიონ თუ უნდათ. როდესაც ყველაფერ ქართულს დაარქმევ რუსულს, როდესაც არ დაგიტოვებ ოდნავ მტკაველს, ქართულ კანონს არქმევ რუსულს, ქართველს არქმევ რუსს, მოღალატეს არქმევ, ლამის ილია ჭავჭავაძეს და ერეკლე მეორეს გადაუარო, გადაუარონ ლამის საპატრიარქოს, პატრიარქს. საპატრიარქოც რუსული ყოფილა, პატრიარქიც რუსი. ეს ხდება იმის გამო, რომ რევანში მოახერხო, მიიღონ ესკალაცია. მიიღეს ამათ [„ნაციონალურმა მოძრაობამ“] ესკალაცია ერთხელ, ომის დროს და წითელ ხიდზე ასწრებდნენ ერთმანეთს. არ შეიძლება ყველაფერი მოხდეს ხელისუფლებისთვის და სიტუაციის ასარევად მოხდეს. ყველაფერ ქართულს არ შეიძლება კრემლი და პუტინი ეძახო“, - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.