გლობალისტები დავარქვათ იმ ადამიანებს, ვისაც დღეს წყურვილი აქვთ, რომ რევანშით მოტრიალდნენ ხელისუფლებაში. აქვთ ყველა რესურსი იმის, რომ სწორად იმუშაონ აღქმაზე, რომელიც შემდეგ ბოროტად გამოიყენება, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან გაჩეჩილაძემ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ განაცხადა.
„არასდროს ვიზიარებდით ჩვენ ადამიანის დახასიათებას, ყოველთვის ვიღაცის საწინააღმდეგოდ ვმოქმედებდით სულ ამ 30 წლის განმავლობაში და აღარც გვაინტერესებდა არც იმის გამოცდილება, არც იმის ცოდნა, მომავალში ვისთვის უნდა მიგვეცა ხმა. ერთადერთ შემთხვევაში გავაკეთეთ ეს, როდესაც ავირჩიეთ ბიძინა ივანიშვილი. გულწრფელად ვიძახი ამას და ამდენი ბრძოლის შედეგად. ახლა, დღეს, ეს ორივე უკვე განსაკუთრებულად ხდება. აღქმაზე მუშაობს მთელი ოპოზიცია, აღქმაზე იმისა, რომ რასაც ჩაეჭიდეთ ყველაფერი რუსულია. ეს არ ხდება მარტო საქართველოში. ეს გლობალური და გლობალისტების პროცესია. გლობალისტები დავარქვათ იმ ადამიანებს, ვისაც დღეს წყურვილი აქვთ, რომ რევანშით მოტრიალდნენ ხელისუფლებაში. აქვთ ყველა რესურსი იმის, რომ სწორად იმუშაონ აღქმაზე, რომელიც შემდეგ ბოროტად გამოიყენება.
ამ ინსტრუმენტს ძალიან კარგად ფლობენ და ძალიან კარგადაც გამოსდით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ბოროტად იყენებენ იმ ენერგიას, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდების ენერგიას, ყველაზე არ ვსაუბრობ, რომელსაც ამ აღქმაში აცხოვრებენ. აღქმა არის, რომ კანონი არის რუსული, არავითარი საერთო არ აქვს რუსულ კანონთან და აღქმა არის ასევე ის, რომ მსოფლიოს ყველა ინსტიტუცია, მსოფლიოს ყველა პოლიტიკოსი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გამოდის ამ რუსული კანონის წინააღმდეგ. ეს ასე არ არის, იმიტომ, რომ მსოფლიოც დაყოფილია ტრადიციონალისტ-კონსერვატორებად და გლობალისტებად. ასე არის ამერიკაშიც, ევროპაშიც და ყველგან.
დღეს მოძრაობა, ტრენდი იმისა, რომ კონსერვატორებმა უმრავლესობით დაიბრუნონ ამა თუ იმ ქვეყანაში ხელისუფლება, უფრო მძლავრი და მძვინვარეა, ვიდრე შეინარჩუნონ გლობალისტებმა ხელისუფლება. თუ ვინმე ადევნებს საერთოდ თვალს საერთაშორისო პოლიტიკას, ეს ასეა“, - აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ.