ვაკის პარალიზებისთვის საკმარისი რაოდენობის ადამიანის არყოფნის გამო, ვაკის პარკთან შეკრებილი აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს

ვაკის პარალიზებისთვის საკმარისი რაოდენობის ადამიანის არყოფნის გამო, ვაკის პარკთან შეკრებილი აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს

ვაკის პარკთან შეკრებილმა ადამიანებმა გეგმა შეცვალეს და მსვლელობით მიემართებიან გმირთა მოედანზე. დღევანდელი აქციის მონაწილეებმა მანამდე დააანონსეს, რომ ვაკის პარკთან უნდა შეკრებილიყვნენ და მსვლელობით წასულიყვნენ ჭავჭავაძის გამზირსა და აბაშიძის ქუჩაზე, დაეკავებინათ გზის სავალი ნაწილი, გადაეკეტათ ქუჩები და ამ ფორმით დისკომფორტი შეექმნათ.

როგორც „ქრონიკის“ კორესპონდენტი ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან იუწყება, აქციის მონაწილეებმა, სავარაუდოდ, იმიტომ შეიცვალეს აზრი, რომ აქციაზე იქ საკმარისი რაოდენობის ხალხი არ მივიდა, რომელიც ქუჩებს გადაკეტავდა.

რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, იქაც იკრიბებიან აქციის მონაწილეები. ჯერჯერობით უცნობია, როგორია მათი გეგმები.

ამ დროისათვის გმირთა მოედანი აქციის მონაწილეებს აქვთ დაკავებული.