სლოვაკური მედია: პირი, რომელმაც რობერტ ფიცოს ესროლა, 71 წლის მწერალი და ერთ-ერთი ლიბერალური პარტიის აქტივისტი, იურაი ჩინტულაა

სლოვაკური მედია: პირი, რომელმაც რობერტ ფიცოს ესროლა, 71 წლის მწერალი და ერთ-ერთი ლიბერალური პარტიის აქტივისტი, იურაი ჩინტულაა

სლოვაკური მედია იუწყება, რომ პირი, რომელმაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს ესროლა, 71 წლის მწერალი და ერთ-ერთი ლიბერალური პარტიის აქტივისტი, იურაი ჩინტულაა.

ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ლიბერალური პარტია „პროგრესული სლოვაკეთის“ აქტივისტია, მას ჰქონდა ოფიციალურად რეგისტრირებული იარაღი.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ცეცხლი გაუხსნეს, ის ჰოსპიტალში არის გადაყვანილი. ინციდენტი ბრატისლავიდან 180 კილომეტრში, ქალაქ ჰანდლოვაში, სამთავრობო შეხვედრის შემდეგ მოხდა. თავდამსხმელი დაკავებულია.