ყველამ იცის, რაც შეეხება მის მოწონებას საზოგადოებაში და არ ვიცი, რამდენად ენდომება ოპოზიციასაც მასთან ერთად ყოფნა, - ამგვარად შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „არჩევნებზე პროევროპული ფრონტის ლიდერობას“ აპირებს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ზურაბიშვილი გასულია ყველანაირი კონსტიტუციური ჩარჩოდან.
„პრეზიდენტის ადმინისტრაცია და თანამდებობა მას საკუთარი სახლის უკანა ბაღი ჰგონია. ერთხელ უკვე დაარღვია კონსტიტუცია, დადგენილია ეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდანაც ამაზე არის დასტური და ის ახლა კვლავ აანონსებს კონსტიტუციის დარღვევას. ამაზე კომენტარი ზედმეტია. სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ეს არის ჩვეულებრივ ძირის გამოთხრა ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებისთვის. რაც შეეხება პოლიტიკურ დატვირთვას, ყველამ იცის რაც შეეხება მის მოწონებას საზოგადოებაში და არ ვიცი, რამდენად ენდომება ოპოზიციასაც მასთან ერთად ყოფნა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.